|
2017-09-15 14:24:46, 683 ნახვა
რეგიონი
გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში
15 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა კონფერენცია შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის /Blue economy/ განვითარების საკითხებზე - „რეგიონის ნაპირითა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება.“ შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება. კონფერენცია აგრეთვე განიხილავს 2016 წლის ოქტომბერში, ბუქარესტში მიღებული დეკლარაციის განხორციელებას, რომელიც შეეხება მდგრად თევზჭერას და განიხილავს კონკრეტულ ქმედებებს, რათა განხორციელდეს თევზჭერის რესურსების მდგრადობის გაუმჯობესება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)