|
2017-09-14 17:35:14, 1149 ნახვა
სხვადასხვა
ნიუ-იორკში, 88 წლის ასაკში ლგბტ აქტივისტი ედიტ უინდზორი გარდაიცვალა
ნიუ-იორკში, 88 წლის ასაკში ლგბტ აქტივისტი ედიტ უინდზორი გარდაიცვალა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უინდზორმა 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობასთან ბრძოლა დაიწყო იმისთვის, რომ ოჯახების დაცვის შესახებ კანონში ერთსქესიანი წყვილებიც ჩაემატებინათ. გამოცემა წერს, რომ ედიტ ვინდზორის ბრძოლამ აშშ-ში მცხოვრები ყველა ჰომოსექსუალის ცხოვრება შეცვალა. ედიტ უინძორმა და მისმა პარტნიორმა, ფსიქოლოგმა ტაია სპაიერმა, ორმოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2007 წელს კანადაში იქორწინეს. სწორედ ამ წელს დაუდგინდა სპაიერს გაფანტული სკლეროზი, ხოლო 2009-ში ის გარდაიცვალა. სპაისერმა ქონება ედიტ უინდზორს დაუტოვა, თუმცა მასზე არ გავრცელდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, ისე როგორც სხვა ქვრივებზე. ამასთან, მას 300 ათას დოლარზე მეტი გადასახადი დაუწესეს. უინდზორის სასამართლო პროცესი 2010 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, რომელიც მან 83 წლის ასაკში მოიგო. 2016 წელს მან მეორედ იქორწინა. მოგებული სასამართლოს მეშვეობით უინდზორის ქონება მის მეორე მეუღლეს ჯუდიტ კასენ უინდზორს დარჩა. მის გარდაცვალებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოეხმაურა. “მთელი დღე ვფიქრობდი მილიონობით უცნობ გმირზე, რომელთა საქციელი დაეხმარა ქვეყანას გაეგო, რომ სიყვარული არის სიყვარული და საბოლოოდ ჩვენ უფრო თავისუფლები გაგვხადა“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)