|
2017-08-31 01:51:58, 2103 ნახვა
რეგიონი
შსს: საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი ჩაერთვება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. „ხანძრის ქრობის პროცესში გამთენიიდან აქტიურად ჩაერთო ავიაცია. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ასევე შემოვა და ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით ჩაერთვება თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი. საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს 8 ერთეული საჰაერო ტექნიკა: 2 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი. საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)