|
2017-08-30 01:32:25, 2393 ნახვა
რეგიონი
შსს: აბასთუმანში 4 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. „მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო. ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)