|
2015-04-25 12:16:32, 592 ნახვა
სამართალი
პროკურატურა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურისთვის უცნობია გარემოებები, რომლებიც საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღო. ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან, მათივე თქმით, აღნიშნულს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს. „2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო დავით ახალაიას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურისათვის ამ ეტაპზე უცნობია გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს ცალსახად განაცხადოს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა დ. ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის განუხილველობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიმართ არსებული მტიკცებულებების შეფასება და პირის ბრალეულობის განსაზღვრა წარმოადგენს არა ექსტრადიციის განმხილველი, არამედ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოების პრეროგატივას“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)