|
2017-08-16 11:29:05, 2786 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
რელიგიის თავისუფლება საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის რელიგიის თავისუფლების ყოველწლიური, საერთაშორისო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ცალკე თავი მიუძღვნეს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, რელიგიური ნიშნით 19 ჩადენილი დანაშაული დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტები, არასამტავრობო ორგანიზაციების აზრით, არასათანადოდ არის გამოძიებული. კერძოდ კი, დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებასა და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ეხება. მაგალითად, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხს. ასევე მოხსენებაშია, საუბარია იმაზე, რომ გასული წლის განმავლობაში რელიგური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის 11 ფაქტი დაფიქსირდა. საუბარია "იაჰოვას მოწმეებზე". დოკუმენტში მოყვანილია ყველა ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, მათ შორის ბათუმის, ქობულეთის და მოხეს შემთხვევები. ცნობისთვის, მოხსენება, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით მზადდება. დოკუმენტის პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა რექს ტილერსონმა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)