|
2015-04-24 17:50:56, 527 ნახვა
საზოგადოება
მახუნცეთში სამედიცინო მომსახურებით 211-მა პაციენტმა ისარგებლა
„ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მახუნცეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მომსახურება გაეწია 211 პაციენტს, აქედან ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარდა 61-ს, ელექტრო კარდიოგრაფია 24-ს, ხოლო გლუკომეტრია 8 პაციენტს. მომსახურება ითვალისწინებდა ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციას და სამედიცინო კვლევებს. აქცია, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ბოლო ორი თვის განმავლობაში უფასო სამედიცინო აქცია აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 6 თემში ჩატარდა. მომსახურებით 1297-მა პაციენტმა ისარგებლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)