02:26 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 15:47:12, 473 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო: საქართველო-ბელარუსს პოლიტიკაში არანაირი პრობლემა არ აქვს

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია და ის 1 წელიწადში გაიხსნება.
ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტებს ბათუმში ვიზიტის შემაჯამებელი კომენტარის გაკეთებისას განუცხადა.
რაც შეეხება პოლიტიკას, ლუკაშენკომ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსს პოლიტიკაში ურთიერთდაპირისპირება არ აქვს.
"ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს, როდესაც მაღალ დონეზე გადადის სავაჭრო-ეკონომიკური ურთეირთობა, საელჩოების გახსნის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსხვავებული ფუნქცია აკისრია, მას  ეკონომიკურ კავშირებზე მუშაობაც შეთავსებული აქვს.საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონია. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც 1 წელიწადში გაიხსნება.რაც შეეხება პოლიტიკას, როგორც ხედავთ, ჩვენ აქ არანაირი პრობლემა გვაქვს",-განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დღეს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics