02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 17:16:28, 389 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ასობით ათასს ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 

მისივე თქმით, ეს პროგრამა არის ხანგრძლივი ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. 

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება.

”საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში მთელი რიგი აპოკალიფსური მოლოდინები და შეფასებები მესმის. ეს არის მოდელი, რომელმაც ასობით ათასს ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხდა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, პარლამენტში ჯანდაცვის საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებმა დავით სერგეენკოს მოუსმინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics