02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 14:49:58, 359 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების თანამშრომლობის მიზნით, 10-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა

საქართველო და ბელარუსი მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.

ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics