|
2015-04-22 17:04:12, 1199 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიულოცა. მიმართვისას მან ყურადღება ეროვნული სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვა. საზეიმო ცერემონიალზე ეროვნული სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისის“ მოძღვარმა მამა ალექსანდრემ დალოცა. დღესვე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე მინისტრმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მინდია ჯანელიძემ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან ერთად, სიმულაციური სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე განლაგებული შეიარაღება, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრმა სიმულაციური სასწავლო ცენტრიც მოინახულა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ 1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, „იაღლუჯას" პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი. ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის, რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)