02:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:30:40, 403 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: საქართველოში ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომაა ინტერესი ინვესტირების კუთხით

ფაქტობრივად, ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომ არის ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

„ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების თანამშრომლობა განაპირობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტიციებისთვის. საქართველო მდიდარია შიდა ენერგეტიკული რესურსით, თუმცა ჩვენ მხოლოდ 17-20% გვაქვს ათვისებული. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ. იმედია, ბელარუსი დაინტერესდება ინვესტიციებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემოა, საინტერესო რეგულაციები გადასახადების თვალსაზრისით. ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „თბილისი მერიოტში“ საქართველო–ბელორუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება. ფორუმი საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტებმა გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით ბელარუსისა და საქართველოს ვიცე–პრემიერებმა მიმართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics