|
2015-04-22 11:11:48, 929 ნახვა
ეკონომიკა
"დინამო არენას" რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა
ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენას" რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოყოფა. ამის შესახებ დადგენილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დადგენილების თანახმად, რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხით განხორციელდება დინამოს არენას სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. ასევე ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143, 41 ლარია გამოყოფილი. ამასთან დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა. პირველი და მეორე იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც 237 778 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, 4 ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზლოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41762,92 ლარია გამოყოფილია. დაგეგმილია ასევე უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც 704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება ასევე ელექტროგაყვანილობა, გათბობა–გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)