01:38 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 14:28:05, 392 ნახვა

პოლიტიკა
პავლე კუბლაშვილი: სხდომის ჩაშლით კახა ნაკანის უკანონო პატიმრობა გავაპროტესტეთ

„ჩვენი პროტესტი უკავშირდება პოლიციელების უკანონო სპეცრაზმელების დევნას, ჩვენი პროტესტი უკავშირდება კახა ნაკანის უკანონო პატიმრობას“,-ამის შესახებ საპარალამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა  პავლე კუბლაშვილმა პლენარულის ხდომის შაჩლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმის, რომ უმცირესობას აღნიშნულ  საკითხზე საზოგადოებისთვის  ხმა მიეწვდინა.
„ეს არ იყო არანაირი საბოტაჟი, ეს იყო  პროცედურული ომი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო პარლამენტის და საზოგადოების  ყურადღება მიგვეპყრო  კახა ნაკანისადმი. ეს არის პოლიციელი, სპეცდანიშნულების რაზმის  ხელმძღვანელი, რომელიც  არის დღეს წინასწარ პატიმრობაში,  ეს ადამიანი არის ივანიშვილის ხელისუფლების პირადი  პატიმარი. ამჟამად არის იმ დაწესებულებაში  სრულიად უკანონოდ,  შესაბამისად ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება  მიგვექცია. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ  ისიც  კი არ ისურვა ბოლომდე  მოესმინა ამ  საკითხთან დაკავშირებით. პროტესტი  უკავშირდება ამას,  პროტესტი უკავშირდება პოლიციელების  და სპეცრაზმელების უკანონო დევნას, პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ეს ადამიანი  უკანონოდ არის დღეს გლდანის ციხეში“,-განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან, როგორც  უმცირესობის წევრმა კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა ნაკანთან დაკავშირებულ საკითხს გაექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics