16:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 17:01:19, 3194 ნახვა

სპორტი
საპატრიარქოში ასირიელ ბავშვებთან დაკავშირებით, არდადეგების გამო პოზიცია არ აქვთ

„ისლამური სახელმწიფო“ კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია ასურელი ქრისტიანი ოჯახების, მათ შორის ბავშვების წამებისა და მკვლელობის ფაქტები. 

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები პეტიციას ავრცელებენ, სადაც საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, ასურელ ქრისტიან ოჯახებს თავშესაფარი მისცენ, მოქალაქეები კი მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენენ. 

პეტიციას ამ დროისთვის 8 ათასამდე ხელმოწერა აქვს. 

„ექსპრენისუსი“ ამ თემასთან დაკავშრებით საპატრიარქოს დაუკავშირდა. მიქაელ ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ საპატრიარქოში არდადეგებია, ის შვებულებაში იმყოფება და საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებს. 

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, არდადეგებია, მე შვებულებაში ვარ და თბილისში არ ვიმყოფები“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

მანამდე სააგენტო "აქცენტს" ბოტკოველმა უთხრა, რომ ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის.

“ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს."- განაცხადა ბოტკოველმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics