|
2017-05-24 17:01:50, 829 ნახვა
სხვადასხვა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეზე ხვალ ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება. პროცესზე მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს. მოსარჩელე მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესახებ, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. „ჩვენი მიზანია მოსამზადებელი სხდომა მალე დასრულდეს და საქმის არსებით განხილვაზე დროულად გადავიდეთ. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კონკრეტული ოქმების სეოკიდან გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, რის შემდეგაც ჩვენ თავად მოვიპოვეთ ეს ოქმები საჯარო რეესტრიდან. სწორედ ამ ოქმებს წარვუდგენთ მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს და შუამდგომლობით მივმართავთ საქმეს თან დაურთოს“,- აღნიშნა როინ მიგრიაულმა. სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელიც მოითხოვს გაბათილდეს ყრილობის შედეგები და ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. საქმეზე ორი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის რამდენიმე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა სეოკ-ში ექვსი ორგანიზაციის გაწევრიანების ოქმების მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებმაც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეს თან დაერთოს ფაქტების კონსტანტაცია. თუმცა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეს თან დაერთოს სეოკი-ც 136 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია. მოსამზადებელ სხდომაზე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნულის განსახილველად სასამართლომ და მოპასუხე მხარემ დრო მოითხივეს. გადაწყვეტილება 25 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება. მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)