|
2017-05-22 10:34:35, 684 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიის შიდა გვარდიის მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა. გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა პირადად გადასცა. დაჯილდოების შემდეგ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და შესაბაისად, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში უკანასკნელად იმყოფება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)