00:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 17:08:46, 853 ნახვა

სამხედრო
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება შესაძლოა, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

წვევამდელის მიერ  სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება,  მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანების, ყალბი  დოკუმენტის გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით, შესაძლოა ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

აღნიშნულს "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები  ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილია.

წარმოდგენილი ცვლილებით ხდება წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების დისპოზიციის დაზუსტება.

 საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics