22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:58:09, 896 ნახვა

რეგიონი
კახეთში ფერმერებს ვენახის მოვლისა და მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის 22 სოფელში ფერმერებს ვენახის მოვლის, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით - ერთწლოვანი და მარცვლოვანი კულტურების დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები, აგროდაზღვევა და მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობა; მეცხოველების მიმართულებით -  რეგიონში ვეტერინარიასთან დაკავშირებული საკითები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მეფუტკრეობის მიმართულებით - მოვლა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები.

მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფელში ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics