22:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 12:41:54, 649 ნახვა

საზოგადოება
ქაშუეთში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ცხედარი მიასვენეს

ქაშეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ცხედარი მიასვენეს, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი უნდა გაიმართოს.

ტაძართან იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები.

ქაშუეთის ტაძარში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აპირებს მისვლას.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics