21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 17:22:19, 1177 ნახვა

რეგიონი
აჭარა ბელარუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული შესაძლებლობებით ბელარუსი ჟურნალისტები ინტერესდებიან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, აჭარაში მოგზაურობასა და დასვენების საშუალებებზე მინსკში პოპულარული რადიოების „ბელარუს“, „სპუტნიკ“ და პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

მათივე ცნობით,  აჭარის შესახებ სტატიები რეიტიგნულმა გაზეთებმა „ანტენა“ და „სბ“ გამოაქვეყნა.  

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2017  დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა.

ბელარუსში პოპულარულ გამოფენაზე მისულმა ვიზიტორებმა აჭარის, როგორც ტურისტულად საინტერესო ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისგან მიიღეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და სარეკლამო კამმპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. ბელარუსი დღემდე წარმოადგენს აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ ბაზარს.

მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამირება ბელარუსში მაისიდან დაიწყება, რაც სატელევიზიო, რადიო და გარე რეკლამებს ითვალისწინებს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics