00:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 14:50:38, 377 ნახვა

პოლიტიკა
იორდანელი პარლამენტარები ქართული რეფორმებით დაინტერესდნენ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრთან, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ქრისტიან პარლამენტარ ატეფ ქავართან,  შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი სტუმარს  იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა და საქართველოს გამოცდილება გაუზიარა კორუფციის პრევენციის, სერვისების განვითარების, ღია მმართველობის, საკანონმდებლო რეფორმების კუთხით.

უწყების ცნობით, იორდანიის პარლამენტის წევრი ქართული რეფორმებით არის დაინტერესებული. იორდანია იუსტიციის სისტემის რეფორმირების დაწყებას გეგმავს, ამდენად მისთვის საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გამოთქვა ატეფ ქავარმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილი.

იუსტიციის სამინისტროში ვიზიტამდე იორდანიის სამეფოს პარლამენტარი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და სერვისცენტრი დაათვალიერა, სადაც მომხმარებელს  200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება სწრაფად და კომფორტულად შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics