|
2017-04-03 17:54:17, 726 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიელი პარტნიორები ეწვივნენ
დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტისა და ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ნიკოლაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს დისტანციური სწავლების სისტემის ანალიზი და ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის ეტაპების დაგეგმვა წარმოადგენდა. ნორვეგიელმა სტუმრებმა შეხვედრისას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლებს დისტანციური სწავლების კუთხით საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთანაც იგეგმება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)