19:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 09:28:30, 931 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზუგდიდის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან ა. ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ა. მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ თ-ს ოჯახს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეიმურაზ თ-ს სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფოთში მდებარე ლომბარდიდან კი ამოღებულია ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics