21:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:31:09, 1882 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
მახინჯაურის სანაპიროზე ხმაურია - ასწლოვანი ხის გადატანისას ინტერნეტკაბელები და სანაპირო დაზიანდა

მახინჯაურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ასწლოვანი ხის გადატანის პროცესში, გადამზიდი კომპანიის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დღეს ასწლოვანი ხე, მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე გადაიტანეს, რის შედეგადაც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაბელები დაზიანდა. რკინიგზის თანამშრომლების განცხადებით, მათ დილიდან ინტერნეტი არ აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადამზიდ კომპანიას სანაპირო ზოლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის დამადასტურებელ საბუთს ამ დრომდე სთხოვენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცავები. ისინი სიტუაციის განმუხტვასა და "ნაციონალური მოძროაბის" წევრის, რეზო ხარაზის ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. ასწლოვანი ხის გადატანა ამ დრომდე დაპირისპირების გამო ვერ ხერხდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics