21:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 20:01:57, 448 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის უდიდეს დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის უდიდეს დღესასწაულს ულოცავს.

"ებრაელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ებრაელ ძმებს გულითადად ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღესასწაული ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან გამოხსნას უკავშირდება. ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ზეიმი, დღესასწაული, რომელიც მთელ კაცობრიობას აჩვენებს თავისუფლების სიყვარულის ძალას.

ჩვენ ებრაელებთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს.  ჩვენი თანაცხოვრების ისტორია არის ორი ხალხის ძმობის უნიკალური მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის.

ვუსურვებ ებრაელ ხალხს მშვიდობას, ბედნიერ მომავალს, დიდ წარმატებებს",-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics