21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 18:46:29, 1152 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პრეზიდენტი“ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი დე ფაქტო პარლამენტის წევრი გახდა, - ამის შესახებ apsnypress იუწყება. 

მედიის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო. ის კენჭს გუდაუთის ოლქიდან იყრიდა. აფხაზეთის "პარალამენტის არჩევნები" 12 მარტს ჩატარდა. 35 "სადეპუტატო მანდატისთვის" 135 ადამიანი იბრძოდა. პირველ ტურში 12 ე.წ დეპუტატი აირჩიეს, 22 ოლქში მეორე ტური, ხოლო ერთ ოლქში - "არჩევნები" განმეორებით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი "პრეზიდენტის" პოსტიდან ვადაზე ადრე, 2014 წლის 1 ივნისს, ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გადადგა. ოპონენტები მას ქართული მოსახლეობისთვის პასპორტების უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებდნენ.  მისი გადადგომის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. 12 თებერვალს ის აფხაზეთში პირველად დაბრუნდა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის, ხოლო "დეპუტატობის" კანდიდატად 19 თებერვალს დარეგისტრირდა.       

ცნობისთვის, აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics