21:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 10:22:15, 913 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ოჯახი მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, რიყეთსა და დიოკნისს ეწვია და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 2 ოჯახს გადასცა საჩუქრები.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სოფელ რიყეთის მკვიდრს, 82 წლის ახმედ კოჩალიძეს ოჯახში ესტუმრა და მას ეტლი გადასცა.

კოჩალიძის ოჯახის წევრებმა ზურაბ პატარაძეს ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, ეტლით გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუადვილებს ცხოვრების პირობებს 82 წლის ხანდაზმულს.

კოჩალიძეების შემდეგ, ზურაბ პატარაძე სოფელ დიოკნისში მცხოვრებ ხმალაძეების ოჯახს ესტუმრა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 ძმა ცხოვრობს. მათ დასახელებული საჭიროებების მიხედვით შერჩეული საჩუქრები გადაეცათ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics