|
2017-02-02 12:34:21, 1914 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გახარია: მთავრობას „ბავშვთა სამყაროს“ დაწვით დაზარალებულების დახმარების სურვილი და განწყობა აქვს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობაში არსებობს სურვილი და განწყობა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულევბს დაეხმარონ. თუ რა ფორმით მოხდება დახმარება, გახარია ამბობს, რომ, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი დაწყებულია და მას დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე დასჭირდება. „ჩვენ ვიცით, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე მერია დეტალურად სწავლობს ამ მდგომარეობას. პირველ რიგში უნდა მოხდეს აღრიცხვა და ფიქსირებაა იმ ზარალის, რომელიც არსებობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვეო კომპანიებთან, რადგან შემდგომი მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი კომპანიების, ინდ.მეწარმეების, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. დღეს ის განწყობა, სურვილი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არსებობს. რა ფორმით მოხდება დახმარება, ამას სჭირდება დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა“,- აღნიშნა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)