|
2017-01-31 16:47:33, 2080 ნახვა
კომენტარი
"ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელი: ზარალის დათვლა მიმდინარეობს - საუბარია რამდენიმე მილიონზე
სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელის ლაშა ფაიგაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ზარალის ოდენობის დათვლას ცდილობს, რომელიც მისივე თქმით, რამდენიმე მილიონ ლარს მოიცავს. როგორც ფაიგაძემ აღნიშნა, ბავშვთა სამყარო ყველა უწყებასთან თანამშრომლობს, რათა მოვაჭრეებს დახმარება დროულად აღმოუჩინონ. "ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბით. საგამოძიებო უწყება მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ხანძრის მიზეზები და ამის მიხედვით გავაკეთებთ შემდგომში კომენტარს. ვიცით, რომ ზარალი ძალიან დიდია. გუშინდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა არა მარტო შენობა არამედ მოვაჭრეების მოძრავი ქონებაც. ზარალი მოიცავს რამდენიმე მილიონს, თუ დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ რა თანხებზეა საუბარი. აღიწერება ყველაფერი და ზარალი დადგინდება", - განაცხადა ფაიგაძემ. ამასთან, მისივე თქმით, "ბავშვთა სამყაროში" დაახლოებით 1100 მოვაჭრე იყო დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)