21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 17:55:14, 480 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარის მოადგილეები ზუგდიდში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მოადგილეები  შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია, მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ნარსია და სამინისტროს თანამშრომლები იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებმაც ზუგდიდში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ვერ მიიღეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს შენობაში, ყველა დევნილ ოჯახს ინდივიდუალურად იღებენ და მათ პრობლემებს ისმენენ.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტრო ყველა დევნილის ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics