|
2017-01-30 13:30:10, 1841 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უგულავას ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის ყრილობა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება. როგორც უგულავამ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ადგილობრივი არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, გუნდში უკვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უგულავას ინფორმაციით, ყველა ძირითად ქალაქში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, კანდიდატები ეყოლება. „ის გამოწვევები, რაც არის ეკონომიკასთან და ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა უკურეაქციას გამოიწვევს და თითოეული ადამიანი ერთ წელიწადში ამის ნეგატიურ ეფექტს იგრძნობს. შესაძლოა, პოლიტიკის მძევალი დარჩეს ეკონომიკა“,- განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ ერთ -ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მწვავე ოპონირება გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, ახალი პოლიტიკური მოძრაობა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)