|
2017-01-27 13:32:29, 2031 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ სპექტაკლები დადგა, თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ, რომ ცერცვაძე დაცული ყოფილიყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სპექტაკლები დადგა, თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ და აკეთებდნენ საქმეს, რათა გიორგი ცერცვაძე უცხო ქვეყანაში დაცული ყოფილიყო. "რეალურად, ამას ჰქონდა მეორე მხარე, და არ იყო მხოლოდ ისე, როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი, იყო ფორმალური, არაფორმალური კონტაქტები დამყარებული, უამრავი კონსულტაცია იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, საბოლოოდ ძალიან კარგი იყო ის შედეგი, რამაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება",-აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. იგი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის ძებნილა სიაში იყო. რუსული მხარე მას მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება და ცერცვაძის ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის მტკიცებით, გია ცერცვაძემ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში და შემდეგ უკრაინის ომში იბრძოდა, 2003 წელს სოჭში ადამიანი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)