|
2017-01-25 14:50:34, 1862 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ არ მოხდა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერა. ჟურნალისტის კითხვაზე - შეუქმნის თუ არა ეს ქვეყნის ავტორიტეტს საფრთხეს, დოლიძემ უპასუხა, რომ საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხდა კანდიდატების დამტკიცება. არ ვიცი რა კრიტერიუმების გამო მოხდა ეს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოს ავტორიტეტი არის ერთ-ერთი სერიოზული, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან. საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოს ავტორიტეტზე როცაა საუბარი, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის ჟურნალისტები“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)