|
2017-01-24 14:21:51, 1841 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო გაზპრომზე: აუცილებლად გასაჯაროვდება ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებლად გასაჯაროვდება „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში. თუმცა, ვადებზე სერგეენკოს არ უსაბრია. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა: „მე არ ვარ განწყობილი, რომ ოპონენტებს პასუხები გავცე, მე მოგახსენებთ თქვენს კითხვაზე პასუხს, თუ რა არის ზოგადად ჩემი პოზიცია, ჩემი პოზიციაა ის, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ერთი ორი დღის წინ განაცხადა ჩემმა კოლეგამ ენერგეტიკის მინისტრმა, რომ აუცილებლად გასაჯაროვდება ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, რადგანაც ეს კომერციული ხელშეკრულებაა, ვფიქრობ, საზოგადოებას საშუალება ექნება,ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.დღეს მთავრობის სხდომაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)