|
2017-01-24 12:52:18, 2856 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
ვიზიტორების რაოდენობა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში 94%-ით გაიზარდა
2016 წელს, აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადათ რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები სარგებლობდა. „რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მაშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, სადაც ისინი რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ღებულობენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ცენტრებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა შეუძლიათ. 2017 წლიდან, კი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს განახლებული საინფორმაციო-ტურისტული მასალები და ახალი მარშრუტების რუკები დახვდებათ. ზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხი 2016 წელს იდუმალი სტუმრის შეფასებით საუკეთესოდ დასახელდა. კვლევის შედეგად 9-ვე ტურისტული ცენტრის 30 თანამშრომელი და ზოგადათ, ცენტრის მუშაობა შეფასდა. 2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ცენტრების მოდერნიზაციასა და სერვისების განვითარებას გეგმავს“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)