|
2017-01-23 12:38:58, 1857 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან. ვოლსკის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი: „მე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ჯერ განცხადება არ ყოფილა და თუ იქნება კანდიდატურა დაყენებული, ან სხვა კანდიდატურები , ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. არ დაგიდასტურებთ მანანა კობახიძეზე შეჩერდა თუ არა არჩევანი. სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მკაფიო სურათი არ არის. ამასთან დაკავშირებით ფრაქციას უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადება ექნება",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)