23:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 16:01:32, 398 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებსაც შეეხნენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.

„მინდა ვიზიტი შევაფასო ძალიან წარმატებულად, ვინაიდან ჩვენ საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს. ეს შეეხება როგორც განათლების, ისე სამხედრო მომზადებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშორმლობის სფეროებს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საფრანგეთთან აქტიურ რეჟიმში ურთიერთობას. ჩნდება ურთიერთობის ახალი პერსპექტივები, ახალი პლატფორმები. საფრანგეთთან, როგორც ნატოს ერთ-ერთ წამყვან წევრთან და როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო.  საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას ტრიუმფალურ თაღთან პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics