23:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 12:58:08, 451 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: IRI-ს კვლევებზე კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, როცა პრეზენტაციებს დეტალურად ვნახავ

„IRI-ს კვლევებზე კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, როცა დეტალურად ვნახავ პრეზენტაციებს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია IRI-ს კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც მერის მუშაობის ეფექტიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თუ რა ფომატით ჩატარდა კვლევა.

„ჩვენთვის ჯერ დეტალური პრეზენტაცია არ გაკეთებულა IRI-ს კვლევის. შესაბამისად, მის ცალკეულ ნიუანსებს არ ვიცნობ, ამიტომ, კომენტარს გავაკეთებ მას შემდეგ, რაც დეტალურად ვნახავთ პრეზენტაციას. მნიშვნელოვანია, როგორ იყო კითხვარი შედგენილი, მნიშვნელოვანია რა ფორმატით ჩატარდა კვლევები, რა შედეგი მივიღეთ ამ ყველაფერზე დაყრდნობით. მოგვიანებით გავაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს. ჩვენი ამოცანაა კვლევებში დავინახოთ არსებული რეალობის სურათი და ამაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ გავზარდოთ ეფექტიანობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics