|
2015-03-25 12:48:19, 969 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: შექმნილ ვითარებაში, სავალუტო შემოდინებების აღდგენა ერთადერთი წამალია
„შექმნილ ვითარებაში, სავალუტო შემოდინებების აღდგენა ერთადერთი წამალი და რეცეპტია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა სხვა ქმედება, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს შექმნილი ვითარების შერბილებისკენ არის მიმართული. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელმაც გავლენა მოახდინა ლარის გაცვლით კურსზე, იქნას აღმოფხვრილი. საჭირო და აუციელებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. დანარჩენი ყველაფერი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ კონტექსტში მიზანმიმართული ქმედებებია, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც განვითარდა ბოლო თვეებში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ქმედებებს, ქადაგიძის განმარტებით, ბანკის მანდატი ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობაა. ქადაგიძის განცხადებით, ორივე ეს მანდატი, როგორც აქამდე, მომავალშიც შესრულებული იქნება. „მიზნობრივი ინფლაცია, ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც მოქმედებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისას. ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და თანმიმდევრული“, - განაცხადა ქადაგიძემ. ცნობისთვის, გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო შემოდინებებს აპრილიდან ელოდება და შემდეგში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად, გაამყარებს ლარს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)