20:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 16:21:44, 923 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. საარსებო წყაროების შექმნის მიზნით ცენტრი „აფხაზეთი“ ითანამშრომლებს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან, ხოლო თავის მხრივ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განსახორცილებელი პროექტების 0.1 ჰა სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ ბოიკო, სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს გარემოს სამმართველოს უფროსი მარინე ზუხბაია და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტების მენეჯერები თეა კაჭარავა და დავით გუჩუა ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics