21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 18:44:00, 2573 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მომხმარებელს სესხის აღება ონლაინ აღარ შეეძლება - მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი უქმდება

ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება და მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი აღარ იმუშავებს. ამ საკითხზე დეტალური განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ირკვევა, მომხმარებელს სესხის ასაღებად განაცხადის გაკეთება ადგილზე,  საფინანსო ორგანიზაციის ოფისში მოუწევს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ონლაინ სესხის გაცემის აკრძალვა მოქალაქეს გარკვეულ რისკებს თავიდან ააცილებს.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ცვლილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ ეხებათ:

„ონლაინ სესხები იმდენად არაჯანსაღია ეკონომიკისთვის, საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ონლაინ სესხებს გააჩნია და შემდგომში რა მდგომარეობაშიც ვარდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ვითომ სწრაფად აღებული სესხის გამო, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ გუნდის შიგნით, საბოლოო დასკვნამდე მივედით, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელი არ მუშაობდეს. ეს არ ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს”,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს. უფრო კონკრეტულად რა სახის ცვლილებები იგეგმება, ამ პაკეტის შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics