|
2015-03-22 19:20:21, 571 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. თბილისის მერმა მოსახლეობას 40 სებასტიანელიმოწამისხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქრისტიანული სამყაროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დავით ნარმანიამ მონასტერთან არსებულ საცავში ამავე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთებიც დაათვალიერა. „მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველესი ნივთებია აღმოჩენილი. თბილისის მერია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. წლევანდელ ბიუჯეტში არქეოლოგიური გათხრების საწარმოებლად თანხა გათვალისწინებული გვაქვს. სულ მალე შესაბამისი კომისია რამდენიმე პროექტს დააფინანსებს, რის შემდეგაც არქეოლოგები ამ და დამატებით რამდენიმე ადგილის შესწავლას დაიწყებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)