|
2016-11-25 12:09:37, 868 ნახვა
რეგიონი
მოხეში მცხოვრები მუსლიმები პარასკევის ტრადიციულ ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავენ
სოფელი მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი, ისტორიული ნაგებობის შენობასთან, დღეს, 13 საათზე, პარასკევის ტრადიციულ (ჯუმას) ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავს. ამავდროულად, ისინი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადების გაკეთებასაც გეგმავენ. მოხის კომისიის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, მუსლიმები გამოთქვამენ წუხილს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის საკითხის დადგენას და საერთოდ უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე. აღნიშნულს სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის შედეგს უწოდებენ. მუსლიმების თქმით, მათი მოთხოვნა არსებითად არა ლოცვისთვის სივრცის მიცემა, არამედ ისტორიული შენობის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის სამართლიანი დაგეგმვა და განხორციელებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)