21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:38:00, 1439 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ალავიძე: რეგიონების მასშტაბით, ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ საკომიტეტო მოისმენისას  იმ პირველი რიგის ამოცანებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც დამტკიცების შემთხვევაში აპირებს.

კერძოდ, ალავიძის განმარტებით,  ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ისე,  რომ მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს ქვეყნის მრავალ რეგიონებში ტურისტების მიღება.

„ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და მათთან მისასვლელ გზებს. დამატებით შეიქმნება  50 000 სამუშაო ადგილი. სამწუხაროდ,  რეგიონებში ჯერ კიდევ არსებობს წყალმომარაგების პრობლემები და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უზრუნველვყობთ მუნიციპალური ცენტრების 24 საათიან წყალმომარაგებას“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მისივე თქმით, რეგიონების მასშტაბით,  ძველი ამორტიზირებული ნაგავსაყრელები დაიხურება და ევროსტანდარტების ტიპის ნაგავსაყრელები აშენდება.

ზურაბ ალავიძე პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს  რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასაც და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები გაიზრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics