|
2015-03-21 10:42:20, 858 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოდან და აჭარიდან თბილისის მიმართულებით კოლონები დაიძრა
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან და აჭარიდან კოლონები დაიძრა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, აჭარიდან თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად 2500 ადამიანი გამოემგზავრა. ამასთან,ზუგდიდის ცენტრში აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები დილის 7 საათზე შეიკრიბნენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან ჩამომსვლელი მოქალაქეები სამ ნაწილად ტრანსფარანტებით და დროშებით დაიყო. სამეგრელოს კოლონას „ნაციონალური მოძრაობის წევრები აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშვილი უძღვებიან. ცნობისთვის, 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)