|
2016-11-15 15:22:36, 1140 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: განათლების სისტემას კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა საფუძელშივეა რაღაც შესაცვლელი
„რამდენადაც ვიცი, ვრჩები თანამდებობაზე და ვგეგმავ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშაო სამინისტროში “,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, განათლების სისტემაში ბევრი საკითხი საფუძელშივე შესაცვლელია. „პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს შემადგენლობას ვერ გეტყვით, თუმცა მე რამდენადც ვიცი ვრჩები პოსტზე. ვგეგმავ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყო სამინისტროში და ვიმუშაო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამე, მათ შორის საფუძველშიც შესაცვლელია.მოგეხსენებათ, ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცეები შესაცვლელი. ამას ფართო საზოგადოების ჩართულობაც დასჭირდება. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ მომავალი თაობის განათლების მიღებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)