|
2016-11-14 11:18:36, 1181 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: კვლავ ფოკუსირებული ვარ საქართველოს მხარდაჭერაზე
„რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, ის მხარდაჭერა რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება“,-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს და ამას კონგრესის გადაწყვეტილებები ადასტურებს. „კარგია ის ფაქტი, რომ ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ”, - აღნიშნა კელიმ. მისივე თქმით, სიტყვისა და მედიის თავისუფლება აშშ-ში 240 წლის მანძილზე არ შეცვლილა და არც შეიცვლება. „ველოდები გადაბარების პროცესს. ამ კვირაში იქნება სამუშაო შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება. სიტყვისა და მედიის თავისუფლება არ შეცვლილა 240 წლის მანძილზე და ეს არ შეიცვლება. ეს არის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციის, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და რა თქმა უნდა, ეს ვერ შეიცვლება”, - აღნიშნა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)