|
2016-11-09 15:19:04, 1220 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჟვანია: რულოვსისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერის, სანდრა რულოვსისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს. ჟვანიას განმარტებით, პროცედურების თანახმად, ცესკო რეაგირებას სწორედ პარლამენტის მიერ რულოვსისთვის ვადამდელი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მოახდენს: „ანუ, სიაში შემდგომი რიგი რომელ კანდიდატსაც უწევს, მას მიმართავს, არის თუ არა თანახმა, პარლამენტის წევრი იყოს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადებით მან საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)