|
2015-03-20 12:56:43, 428 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ქართველ არტილერისტებს: მომავალში მხოლოდ გამარჯვებები გველის
ვაზიანში I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე არტილერიის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. "მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ.ვინც თავისი პროფესიონალიზმით, სახელმწიფოს ჩვენი, სამშობლოს განვითარებას ემსახურება.ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია.ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს რესპულიკით. მაშინ როდესაც თებერვალში ჩვენ გვიტევდა მე11 არმია, არტილერისტებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა მიაყენეს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოში.როდესაც მარტში არტილერიამ შეძლო და გარდამტეხი დარტმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომში.ყოველივე ეს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით გვაყურებინებს თქვენს მიმართ.ჩვენ მადლიერი ვართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის სწევთ. მადლობელი ვართ თქვენი შრომისთვის და თავდადებისთვის.მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს და ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ქართველი ხალხის სახელით მადლობა გითხრათ სამსახურისთვის და გითხრათ, რომ ჩვენ მომავალში მხოლოდ გამარჯვებები გველის",-მიმართა არტილერისტებს საქართველოს პრეზიდენტმა. ამასთან, ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და ოფიცრებმა მიულოცეს.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)